ბსუ მეორე საერთაშორისო კონფერენციას „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მასპინძლობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორე საერთაშორისო კონფერენციას „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ადრეული განათლების სფეროს ექსპერტები, პრაქტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა, განავითარონ თანამშრომლობა და ხელი შეუწყონ წინსვლას ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში.

„ფორუმზე 100-მდე მონაწილე საქართველოდან და უცხოეთიდან მოხსენებას წარმოადგენს და მონაწილეობას მიიღებს თემატურ პანელურ დისკუსიებში კონფერენციის მთავარი თემის ირგვლივ: „თამაში: ხარისხიანი ადრეული განათლებისა და ზრუნვის საფუძველი“. ხაზი გაესმება თამაშის გადამწყვეტ როლს ბავშვების განვითარებასა და სწავლაში.

საერთაშორისო ფორუმი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა სოფიო კილაძემ, საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მრჩეველმა ადრეული განათლების პოლიტიკის საკითხებში, მასაჰირო კატომ“, - აღნიშნულია ნათქვამ ინფორმაციაში.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია თამაშის მნიშვნელობის ხაზგასმით ხელისუფლების წარმომადგენლები, აღმზრდელები და მზრუნველები შთააგონოს ადრეული განათლებისა და ზრუნვის გარემოში თამაშზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირებაში.

„კონფერენციის სესიები შეეხება თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, დაკვირვებას, დოკუმენტირებას, ბავშვების სწავლისა და განვითარების შეფასებას, ასევე მშობლების, ოჯახების, საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულებების გადამწყვეტ როლს თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაში. კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება პროფესიულ კომპეტენციებსა და განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია თამაშზე დაფუძნებული სწავლის ხელშეწყობისთვის, ასევე ინკლუზიურ პრაქტიკაზე, რომელიც ითვალისწინებს კულტურულ და ენობრივ მრავალფეროვნებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თამაშის ხელშეწყობას.

კონფერენციანდელ სემინარებზე პრაქტიკოსებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია ადრეული განათლებისა და ზრუნვის პრაქტიკასთან დაკავშირებულ თემებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პოლიტიკის განხილვის მიზნით გაიმართა მრგვალი მაგიდის შეხვედრები ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლებმაც განიხილეს ეფექტიანი სტრატეგიები მუნიციპალური პოლიტიკის საშუალებით თამაშის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. ვებინარები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მუსიკისა და დრამატურგიის ელემენტები თამაშში და ადრეული და სკოლამდელი განათლების ალტერნატიული მოდელები.

ხარისხიანი ადრეული განათლება და ზრუნვა არის ბავშვის უწყვეტი განვითარებისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედი. ერთიანი მიდგომის შეთავაზებით, რომელიც მოიცავს გონებრივ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, მზადდება ნიადაგი ბავშვებისთვის აუცილებელი უნარებისა და კომპეტენციების შესაძენად. თამაშზე დაფუძნებული სწავლება ავითარებს შემოქმედებითობას და წარმოსახვას. თამაშის საშუალებით ბავშვები იკვლევენ სხვადასხვა როლს, სცენარსა და იდეას, აფართოებენ შემოქმედებით აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებს და აძლიერებენ ურთიერთობის უნარებს.

მეორე საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ გაეროს ბავშვთა ფონდის, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით იმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე