შალვა ოგბაიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ორმაგი სტანდარტია

თბილისის საკრებულოს წევრის, შალვა ოგბაიძის განცხადებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა ორმაგი სტანდარტია.

მისივე თქმით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ, კარგი იქნება თუ წინა პერიოდსაც გაიხსენებენ და სიმართლეს იტყვიან, რადგან „მაშინ შესაძლოა ვინმემ დაუჯეროთ კიდეც“.

„2012 წლის გაზაფხულს გაგახსენებთ, როდესაც ე.წ. ანტენების პოლიცია შეიქმნა, რომელიც სატელიტურ ანტენებს დასდევდა. ასევე გავიხსენებ პერიოდს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ტელეფონზე შიშით ვერ საუბრობდნენ. იმ დროს ქუჩაში, ნებისმიერი გამვლელისთვის, რომ გეკითხა ვინ იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, გიპასუხებდათ - კეზერა. დღეს ვინმეს ახსოვს ვინ არის ფინანსური პოლიციის უფროსი? ან ვინმემ იცით ისეთი ადამიანი, ვინც ღამე დაიბარეს და ქონების გადაფორმება მოსთხოვეს?“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთ შემომწირველზე ისაუბრა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ჩეჩნეთში „პუტინის თასში“ მონაწილეობა მიიღო.

„თქვენი შემომწირველის შესახებ არაფერი გსმენიათ? რუსთავის ავტოდრომის მეპატრონემ „ახმადის“თასი რომ ჩაატარა, ხოლო თვითონ „პუტინის თასში“ მიიღო მონაწილეობა ჩეჩნეთში. ამავე შემომწირველმა საქართველოს ერთ ერთი სპორტული ორგანიზაცია საერთაშორისო ევროპული ზონიდან გამოიყვანა და დსთ-ს ზონაში შეიყვანა. თქვენგან მე ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამიგია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით