ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება

საკრებულოს სხდომაზე, „ცენტრ პოინტის“ პროექტთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტი „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროექტს ახორციელებს.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გრძელდება.

მისივე თქმით, გიორგი სააკაძის მოედანზე არსებობს ობიექტი, რომლითაც მუნიციპალიტეტი დაზარალებულებს აკმაყოფილებს.

„სამშენებლო ობიექტთან დაკავშირებით გამოცხადებული იყო ტენდერი და კომპანიას უნდა დაეწყო სამუშაოები. სწორედ ამ დროს პროკურატურის მხრიდან კიდევ 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემა მოხდა მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, ვალდებულება ავიღეთ, რომ ამ 4 ათასი კვადრატულით დამატებით დაგვეკმაყოფილებინა ოჯახები. ასევე კომპანია, რომელმაც მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა, დამატებით დაზარალებულებსაც დააკმაყოფილებს. ჯამში დამატებით 58 ოჯახი შეგვყავს ამ პროექტში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად