ჯაბა სამუშია ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მურზალინ მალიკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებს შორის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მურზალინ მალიკს გააცნო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესები და მადლობა გადაუხადა სტუმრობისა და თანამშრომლობისთვის.

ელჩმა მურზალინ მალიკმა ყაზახეთის რესპუბლიკაში არსებული საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და ქართველი და ყაზახი მეცნიერებისა და სტუდენტების აქტიურ თანამშრომლობაზე სურვილი გამოთქვა. ელჩის ინფორმაციით, ყაზახეთის მხარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნებს გადასცემს.

შეხვედრაზე თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის გამართვა დაიგეგმა, რომელშიც ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე, გადაწყდა, რომ თსუ-სა და ყაზახეთის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით