ანა კაკაბაძე ოპოზიციას - განაცხადეთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ვერ მუშაობს, საბჭო, რომლის სხდომებს არც კი ესწრებოდით

განაცხადეთ, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ვერ მუშაობს, საბჭო, რომლის სხდომებს არც კი ესწრებოდით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ წევრმა ანა კაკაბაძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების წევრების ინიციატივას გამოეხმაურა ალტერნატიული გენდერული საბჭოს შექმნის თაობაზე.

მისი თქმით, სამარცხვინო და ღიმილის მომგვრელია ასეთი საკითხის დასმა.

„სამარცხვინოა, ითხოვდეთ ალტერნატიული გენდერული საბჭოს შექმნას. კონკრეტულად თქვენი პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც ცდილობთ მოირგოთ ნიშა, რომ ქალთა უფლებებზე მუშაობთ. თქვენ ცდილობთ, რომ ქალთა უფლებები გააძლიეროთ. თქვენ ამ ისტორიულ დარბაზში ჩემ გვერდით მყოფ ცხრა თვის ფეხმძიმე კოლეგა ქალს შეურაცხყოფას აყენებდით, აქილიკებდით, დასცინოდით. მეორე დღეს კი გააკეთეთ განცხადება, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო ვერ მუშაობას. საბჭო, რომელსაც თქვენ არც კი ესწრებოდით და არც კი იცით რაზე მუშაობს“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

როგორც ანა კაკაბაძემ განაცხადა, გენდერული თანასწორობის საბჭო დაცლილია პოლიტიკისგან და იქნებიან თუ არა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საბჭო მაინც გააგრძელებს მუშაობას.

„მოიხსენით ნიღაბი და დაფიქრდით, რა გაგიკეთებიათ თბილისელი ქალებისთვის, საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ კოლეგას, არადა თქვენ მოგეთხოვებათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც განცხადებას აკეთებთ“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება