დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზალიბერალიზაციაზე, ოპოზიცია ბრიუსელში დარბოდა კაბინეტში იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ამ პროცესებისთვის და დღესაც იგივე ხდება.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე ოპოზიციას “ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს”.
“ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. საუბარი არ არის იმაზე, რომ ხელისუფლებას სჭირდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა. პირდაპირ იყო საუბარი, რომ ოპოზიცია უნდა იღებდეს მონაწილეობას. ეს ადამიანები ამას ეწინააღმდეგებიან, ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, ევროინტეგრაციას. როდესაც საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ბრიუსელში დარბოდნენ კაბინეტში იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ ამ პროცესისთვის, სამწუხაროდ დღესაც იგივე ხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ვაკეთებთ”, - აღნიშნა კალაძემ.