ბექა ოდიშარია ლატვიაში შეხვედრებს მართავს

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია და მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი ლატვიის სეიმის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას და ჯგუფის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ლატვიის მხარემ სრული თანადგომა გამოხატა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში. ლატვიელი კანონმდებლების განცხადებით, ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომელიც საქართველოს განვითარებას, ევროპის ბაზარზე დამკვიდრებასა და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უზრუნველყოფს.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა ლატვიელ კოლეგებს ოფიციალური მიწვევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები მომავალში ახალ შინაარსს შეიძენს.

„ქართველები და ლატვიელები მუდმივად თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ ვისწრაფვით. ჩვენ ბევრი საერთო ღირებულება, მიზანი და ისტორიული გამოწვევა გვაქვს. მადლობას გიხდით ყველა პლატფორმაზე თანადგომისთვის, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არაღიარების პოლიტიკისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის მხარდაჭერისათვის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, მიხეილ სულაბერიძე.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს