კახა კალაძე ოპოზიციაზე - ესენი უსამშობლო ადამიანები არიან, რა ფორმით წარდგებიან არჩევნებზე, მათი გადასაწყვეტია - არ მაინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებები, რადგან უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას

დედაქალაქის მერის შეფასებით, აშკარაა, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირებაა, თუმცა, მისივე თქმით, ვინ იქნება აღნიშნული პარტიის სათავეში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ცხადი და აშკარაა, რომ დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში, ამიტომ, არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. საერთოდ არ მაინტერესებს “ნაციონალური მოძრაობა”, არც მათი დაპირისპირებები, იმიტომ, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხელისუფლებას, ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ. ხალხს დღეს რაც ჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ხაბეიშვილი იქნება, მეორე ხაბეიშვილი თუ მესამე ხაბეიშვილი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ის ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ოპოზიციამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" უნდა ისაუბროს კოალიციაზე.

კალაძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” გადასაწყვეტია როგორც წარდგებიან არჩევნებზე.

“ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკის ნაწილია, თუ როგორ მიიღებენ მონაწილეობას. თუ გადავხედავთ აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებს, ესენი იყვნენ ერთი ადამიანის ფრთის ქვეშ, სააკაშვილის და “ნაციონალური მოძრაობის”, შემდეგ დაიყვნენ, ერთი მსოფლმხედველობის ადამიანები არიან, ესენი უსამშობლო ადამიანები არიან, შესაბამისად, რა ფორმით წარდგებიან არჩევნებზე მათი გადასაწყვეტია”, - აღნიშნა კალაძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება