დავით ქართველიშვილი - უკრაინული მხარე აგრძელებს ქართულ პოლიტიკაზე თავის უხეშ მავნე ზემოქმედებით ჩარევას, რაშიც სანდო ინფორმაციით, სარგებლობს აშშ-ს პირდაპირი წაქეზებითა და მხარდაჭერით

„ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილის განცხადებით, უკრაინული მხარე ქართულ პოლიტიკაზე უხეშ ზემოქმედებას აგრძელებს. მისივე თქმით, აქვს სანდო ინფორმაცია, რომ უკრაინა ამას აშშ-ს დავალებით აკეთებს.

ქართველიშვილის თქმით, წარმოუდგენელია, რომ აშშ-ს ხელისუფლებამ, რომელიც უკრაინასა და მის მთავრობას სრულად აკონტროლებს, არ იცოდეს, თუ რას აპირებდა და აპირებს უკრაინა.

„ჩვენი ქვეყნის „მეგობარ“ და „პარტნიორ“ უკრაინას საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ ოპერაციაში თავისი საპატიო ადგილი წლებია უკავია. უკრაინული მხარის სადაზვერვო მიმართულება საქართველოში კვლავინდებურად ემსახურება ერთ ძირითად მიზანს - ეს არის მოვლენათა პროვოცირება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის კუთხით, რაც უკანასკნელ პერიოდში შეძენილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რეგიონში თურქეთ-აზერბაიჯანის გააქტიურებასა და სამხედრო კონფლიქტში მათ იძულებით ჩართვას გამოიწვევდა. გასაგებია, რომ არც ეს გეგმები წარმოადგენენ უკრაინული ავტონომიური ფანტაზიის ნაყოფს და გამომდინარეობენ აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის სტრატეგიული ხედვებიდან, სადაც მათი ინტერესი მხოლოდ საქართველოს კონფლიქტში ჩართვით არ შემოიფარგლება (აღნიშნული ბრალდება გააჟღერა კიდეც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმაც).

ბოლო პერიოდში ღია წყაროებში გაჟონილი და გავრცელებული 700 000 ათასი საიდუმლო დოკუმენტიდან, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ აშშ სრულად აკონტროლებდა და აკონტროლებს უკრაინის სახელისუფლებო ვერტიკალს. იმის დაშვებაც კი, რომ მათ არ იცოდნენ და არ იციან, თუ რას აპირებს/აპირებდა უკრაინა, წარმოუდგენელი და არასერიოზულია. უკრაინული მხარე ქართულ პოლიტიკაზე თავის უხეშ, მავნე ზემოქმედებით ჩარევას აგრძელებს. სანდო ინფორმაციით, ეს აშშ-ს პირდაპირი წაქეზებითა და მხარდაჭერით ხდება.

ამ წლის მაისში, კობა ნაყოფიას მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში მთავარ პარტნიორად განიხილავს სწორედ „ნაცმოძრაობას“, კერძოდ: “პარტიის ირგვლივ სკანდალების გაგრძელების შემთხვევაში, უკრაინელები იფიქრებენ რომ სამომავლო პროცესებში “ენმ“ ვერ იქნება წამყვანი ძალა და შესაბამისად მათთვის სასურველი პარტნიორი“.

პროცესების კურატორებად კვლავ რჩება ერმაკ-არახამიას გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თემებს მიღმა შიდა უკრაინულ პოლიტიკურ და ბიზნეს-ველებზე ერმაკსა და არახამიას შორის „წესების გარეშე ხელჩართული ბრძოლა “ მიმდინარეობს . ეს ორი ოდიოზური ფიგურა დაუფარავად ებრძვის ერთმანეთს - გასული წლის სექტემბერში თავისი ამერიკელი ბიზნეს-პარტნიორის, უკრაინული წარმოშობის კონგრესმენის ვიქტორია სპარცის მეშვეობით, არახამიამ საჯაროდ დაადანაშაულა ერმაკი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში”, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტისაგან „მოსალოდნელ სიურპრიზად“ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, არამედ დავით არახამიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მოულოდნელ მინიჭებას უნდა ველოდოთ.

„მედიაში გაჟონა სკანდალურმა ინფორმაციამ მისი ქვანახშირის ბიზნესში მაქინაციების თაობაზე. ეს შიდა ბრძოლა დროებითი ზავით სრულდება ყოველ ჯერზე, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მათ ერთობლივი დავალება აქვთ შესასრულებელი.

„ენმ“-ს ზოგიერთ წრეებში აქტიურად განიხილება დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში შემოყვანის საკითხიც, მასთან კონსულტაციები გაიარა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც მისი ქართულ პოლიტიკაში ხილვის სურვილის გარდა, სურს კეზერაშვილის ნაცვლად სწორედ მას გადააბაროს ,,ენმ“-ს დაფინანსების საკითხიც (გაკეთდა მისი პრემიერ-მინისტრად წამოყენების შეთავაზება). ეს ინფორმაცია ერთის მხრივ, იქნებოდა აბსურდული, მაგრამ მეორეს მხრივ, დავით არახამიამ დაიწყო ქართული ენის ინტენსიური შესწავლა და შექმნა ქართულენოვანი „ფეისბუქ-პროფაილი“, რომლითაც პირდაპირ მიმართავს ქართველ ამომრჩეველს, რითაც პრაქტიკულად აკეთებს განაცხადს ქართულ პოლიტიკაში შემოსვლის თაობაზე.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტისგან მოსალოდნელ სიურპრიზებს, შესაძლოა ამას არა იმდენად სააკაშვილის შეწყალების, არამედ არახამიასთვის საქართველოს მოქალაქეობის მოულოდნელი მინიჭების კუთხით ველოდოთ.

ყველა არსებული ინფორმაციით, აშშ გეგმავდა და გეგმავს საქართველოზე ზემოქმედებას უკრაინის გავლით, რისკენაც პრეზიდენტ ზელენსკის უბიძგებენ უკრაინის საკითხებში ამერიკელი კურატორები”, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

აღნიშნულ განცხადებას „ხალხის ძალა" ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი