ლატვიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები ლატვიის სეიმის პარლამენტში შეხვედრებს მართავენ

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ბექა ოდიშარია, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის მოქალაქეობის, მიგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ინგმარ ლიდაკასა და კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას მეგობრობის ჯგუფის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, გელა სამხარაული, დავით კაჭარავა და ლევან მგალობლიშვილი დაესწრნენ.

„შეხვედრაზე საუბარი გლობალური მიგრაციის საკითხსა და დიასპორასთან ურთიერთობის ფორმებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამ კუთხით, ორივე ქვეყნის კანონმდებლობა თითქმის მსგავსია და დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო ჩანაწერიც აქვს გაკეთებული, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება მოხდა, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას ზღუდავდა. აღნიშნულ თემებზე საუბრისას, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით დიასპორელებს მოქალაქეობის მიღება კიდევ უფრო გაუმარტივდებათ.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარე ინგმარ ლიდაკა დიასპორასთან ურთიერთობის ქართული გამოცდილებით დაინტერესდა. როგორც გაირკვა, დიასპორისათვის განკუთვნილი საგრანტო პროგრამები და მშობლიური ენის მხარდაჭერის პროექტები ორივე ქვეყანაში თითქმის იდენტურია. ლატვიელმა კოლეგამ სტუმრებს 3x3 ბანაკის პროექტი გააცნო, რაც ყოველ ზაფხულს სამი თაობის წარმომადგენლების შეკრებას გულისხმობს და სადაც ლატვიური ენისა და კულტურის, მათი იდენტობის გაძლიერების საკითხებზე საუბრობენ.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ კოლეგებს საინტერესო შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტებს შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების კარგი პრაქტიკის გაგრძელების იმედი გამოთქვა“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას