ლენტეხში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა

ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, წარსულში ლეგენდარული რაგბისტის ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი, 13 წლამდე ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 19 გუნდმა მიიღო.

ლენტეხის მერიის ინფორმაციით, ფესტივალი გახსნა და ლეგენდარული რაგბისტის ოლეგ ლიპარტელიანის ბიოგრაფია დამსწრე საზოგადოებას გააცნო მამუკა ლიპარტელიანმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სალომე ქურასბედიანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალვერდი ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ცნობილი მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები.

ოლეგ ლიპარტელიანის მეგობრებს: ალექსანდრე გრიგალავას, გიზო ცქიტიშვილს, ბართლომე ხამაშურიძეს, თენგიზ ტურძელაძეს, ბადრი შვანგირაძეს, ავთანდილ დეისაძეს, ავთანდილ გიორგაძეს, ოლეგი ჟორჟოლიანს, ნოდარ ლიპარტელიანს, მერიის სახელით, „მეგობრობის“ სიგელები გადაეცათ.

ასევე, დაუსწრებლად მერიის სახელით „მეგობრობის“ სიგელი გადაეცა რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებსა და ფესტივალში მონაწილე ბავშვებს სიტყვით მიმართეს გია ონიანმა, სალომე ქურასბედიანმა და ალვერდი ჩანქსელიანმა.

,,აქ მყოფ სტუმართაგან არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სმენია ამ ლეგენდარული მორაგბის სახელი. დღეს, მას 70 წელი შეუსრულდებოდა. ის ფლობდა ყველა რეგალიას, რომელიც მისი თაობის დროინდელ რაგბში არსებობდა. არ არსებობს ქვემო სვანეთში ადამიანი, რომელიც არ ამაყობდეს ოლეგ ლიპარტელიანის ლენტეხური წარმომავლობით.

რაგბის განვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მე გისურვებთ ისეთივე სახელოვანი და წარმატებულები ყოფილიყავით, როგორიც ოლეგ ლიპარტელიანი გახლდათ''.-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება