ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის წარმატებული გუნდები და მათი გულშემატკივრები დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელას, ფუტსალის, ფრენბურთის გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მადლობის სიგელები გადასცა, სტუდენტური კაპელას ხელმძღვანელი ლაშა მიროტაძე კი, უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.

თსუ-ს ცნობით, მიმდინარე წელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და სპორტის მიმართულებით განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა.

„ჩვენი სტუდენტები სამეცნიერო, თუ სასწავლო პროცესების პარალელურად აქტიურად არიან ჩართულნი სპორტულ თუ შემოქმედებით ღონისძიებებში. ჩვენ შევაჯამეთ ის მნიშვნელოვანი წარმატებები, რომელიც 2023 წელს სპორტულ გუნდებს ჰქონდათ, ასევე დავაჯილდოვეთ უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა პოლონეთში წარმატებული გამოსვლისთვის, მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თითოეულ მის სტუდენტს ეს გამარჯვება“,- განაცხადა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა მე-19 საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 გამარჯვებული და გრან პრის (The Grand Prix) მფლობელი გახდა.

რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი 2022-2023 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. სტუდენტური ფესტივალი 2023-ის ფრენბურთის ჩემპიონატში კი, გამარჯვება უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა მოიპოვა და ოქროს მედლები გადაეცათ. უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ღონისძიების დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ საგუნდო ფესტივალის Mundus Cantat 2023 საფინალო სიმღერა შეასრულა. დაჯილდოების ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია თსუ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება