„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრი, ლაშა კომახიძე მერს მოუწოდებს, სოფლებში სასმელი წყლის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე იზრუნოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის საკრებულოს წევრი, ლაშა კომახიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს მოუწოდებს, სოფლებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლის საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებზე იზრუნოს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა, მაგრამ სამუშაოები უხარისხოდ სრულდება.

„2014 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაიხარჯა 30 მილიონ ლარზე მეტი და სამწუხაროდ, რეაბილიტაციის შემდეგ უფრო დიდი პრობლემებია, ვიდრე მანამდე იყო.

აბსოლუტურად ყველა სოფელში და განსაკუთრებით ზაფხულში, არის წყლის შეწყვეტის პრობლემა და ხშირად, კვირაობით სოფლები რჩება საერთოდ წყლის გარეშე, ასევე არის წყლის ხარისხის პრობლემა, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ ორ სოფელში, მუხაესტატეს და ბობოყვათში, წყალს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ წყალში არის ფეკალური მასები გარეული, სასმელად უვარგისია და ის გამოიწვევს ადამიანების მოწამვლას. თუმცა, ეს პრობლემები დღემდე ისევ მოუგვარებელია. ასევე, საყურადღებოა მრავალწლიან ტენდერებში, ხშირად ერთი და იგივე კომპანიების გამარჯვება, რაც იმთავითვე ეჭვს აჩენს, რომ ტენდერები ცხადდება დაინტერესებულ პირებზე წინასწარ მორგებული პირობებით.

სამწუხაროდ, დიდი თანხა ბიუჯეტიდან იხარჯება, თუმცა მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების მიერ "ატკატების" და კორუფციული გზების დამსახურების გამო, სამუშაოები სრულდება უხარისხოდ, ხოლო დოკუმენტურად ხდება ამ უხარისხო სამუშაოების ჩაბარება და პრობლემა რჩება პრობლემად.

მუნიციპალიტეტის მერს, ლევან ზოიძეს მოვუწოდებთ, ოთახიდან გამოვიდეს, სოფლებში ავიდეს, პრობლემებს გაეცნოს და იზრუნოს მის მოგვარებაზე, თორემ უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მხოლოდ დიდ ძალი ფული ნაშოვნი დარჩება და არა ხალხის სასარგებლოდ ნაკეთები საქმეები“, - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს