თავდაცვის მინისტრი საჩხერეში სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლას ესტუმრა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სამთო საჩვენებელ სწავლებას დაესწრო, სადაც სკოლის პირადმა შემადგენლობამ სამთო აღჭურვილობის გამოყენებით ავსტრალიური და თავისუფალი დაშვების, ასევე ხეობის გადალახვის ელემენტები წარმოადგინა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას სამთო სკოლის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ უმასპინძლა. მან სტუმრებს სამთო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი პირობები გააცნო.

დღესვე საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ოცეულსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის პირად შემადგენლობას სამთო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვეს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება