გიორგი მსხილაძე - თუ „ქართული ოცნება“ საბოტაჟში იმას გულისხმობს, რომ ის კანდიდატურები არ წარმოვადგინეთ, რომლებიც მათ სურდათ, ეს სხვა საკითხია - პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, აქ იყო უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარი, შესაბამისად, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და არ წარადგინა, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ წარადგინა პრეზიდენტმა ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან და კონსტიტუციური უფლებამოვალეობიდან გამომდინარე.

„აქ პრეტენზიები იყო, რომ კანდიდატები არ წარმოვადგინეთ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, 2 წლის წინ ჩვენ წარმოვადგინეთ კანდიდატები, პარლამენტმა წელიწადზე მეტი არ განიხილა ისინი, ერთი წლის შემდეგ ერთი კანდიდატურა ჩავარდა, ერთმა მოხსნა თავის კანდიდატურა. საბოტაჟში თუ იმას გულისხმობენ უმრავლესობის წევრები, რომ ის კანდიდატურები არ წარმოვადგინეთ, რომლებიც მათ სურდათ, ეს სხვა საკითხია. პრეზიდენტი მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან და კონსტიტუციიდან გამომდინარე, რის უფლებაც მას აქვს, რომ პრეზიდენტმა წარუდგინოს პარლამენტს ეროვნული საბჭოს წევრების კანდიდატები.

ბატონი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, უბრალოდ, პრეზიდენტმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო. აქ იყო უბრალოდ მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბარი, შესაბამისად, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო და არ წარადგინა,” - განაცხადა მსხილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით