გია ვოლსკი თეონა აქუბარდიაზე - იყო ოპოზიციაში არ ნიშნავს, რომ ასეთი მყვირალა, უაზრო და უსაფუძვლო განცხადებები გააკეთო

იყო ოპოზიციაში არ ნიშნავს, რომ ასეთი მყვირალა, უაზრო და უსაფუძვლო განცხადებები გააკეთო, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებას, რომ ვაზიანის ბაზაზე აეროპორტის მშენებლობა საჩუქარი იქნება კრემლისთვის.

ვოლსკი აცხადებს, რომ აბსურდია მოსაზრება, თითქოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სამხედრო ინფრასტრუქტურის ხარჯზე განვითარდება.

თეონა აქუბარდიას უნდა ამ ნიშიდან არ გამოვიდეს და საექსპერტო მონაცემებით უნდა თავი მოაწონოს საზოგადოებას. გაუგონარ რაღაც ვერსიას წამოაყენებს ხოლმე. მიაჩნია, რომ თუკი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განვითარდება, ეს განვითარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის ხარჯზე, რაც თავისთავად აბსურდია როგორც შინაარსობრივად, ასევე პათოსითაც. იყო ოპოზიციაში არ ნიშნავს, რომ ასეთი მყვირალა, უაზრო და უსაფუძვლო განცხადებები გააკეთო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

თეონა აქუბარდიას განცხადებით, ვაზიანის ბაზა არის სტრატეგიული დანიშნულების ადგილი თბილისის თავდაცვისთვის და იქ აეროპორტის მშენებლობა არის დამატებითი საჩუქარი კრემლისთვის. ამით ის გამოეხმაურა პრემიერ- მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ახალი აეროპორტი შესაძლოა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე აშენდეს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება