გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე - მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე არ უნდა იყოს

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითებზე დენის ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, სადაც კრივი-რიჰზე რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„დღეს დილით, კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსი განადგურდა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს სამიზნე!“- აცხადებს გაერო-ს კოორდინატორი.

კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკიც.

„რუსული რაკეტების კიდევ ერთი ღამე, დანგრეული სახლების კიდევ ერთი დილა. არ აქვს მნიშვნელობა რა სიცრუეს ავრცელებენ რუსეთის რუპორები უკრაინის წინააღმდეგ მის ომზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ნგრევაზე, რომელიც ამ ყველაფერს მოაქვს, ამ დილის სურათები საშინელ სიმართლეს სავსებით ცხადყოფს“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად კი სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება