თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელთან, დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს აღნიშნულ თანამდებობაზე საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა EUMM-ის ხელმძღვანელს დეტალურად გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ემსახურება. საუბარი ასევე აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებს და სამომავლო ხედვებს შეეხო.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტებზე და მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე გამახვილდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის მექანიზმის შეუფერხებელი ფუნქციონირების, ასევე გალის მექანიზმის აღდგენის აუცილებლობას.

თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ძალზე მნიშვნელოვნად შეაფასა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ქართული მხარის ძალისხმევა ჩართულობის და შერიგების პოლიტიკის ფარგლებში და ამ კუთხით სახელმწიფო მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით