ხატია დეკანოიძე - პრეზიდენტზე შანტაჟი და ზეწოლა იყო იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის" სასურველი ადამიანი ყოფილიყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - თავის მოტყუებას არ აქვს აზრი, მმართველი პარტიის პირობებში არავითარი დამოუკიდებელი ინსტიტუტები არ იარსებებს

ლაშა ხუციშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა. მის ოჯახს, ოთხ სხვადასხვა საარჩევნო პერიოდში, მმართველი გუნდისთვის შეწირული აქვს 100 ათას ლარზე მეტი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ლაშა ხუციშვილის ოჯახს სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას მმართველი გუნდისთვის 10 ათასი ლარი აქვს შეწირული.

„დღეს ნამდვილად ის დღეა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სასესიო დარბაზში, ტრიბუნასთან, დაადასტურა და იმედი მაქვს, ამაზე პრეზიდენტიც ისაუბრებს, რომ ნამდვილად ხდებოდა მასზე შანტაჟი, ზეწოლა. ეს შანტაჟი და ზეწოლა იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისთვის სასურველი ადამიანი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოფილიყო. ანუ ეს კანდიდატურა ყოფილა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა, რომლის ოჯახსაც, აუდიტის სამსახურის ცნობების თანახმად, ოთხ სხვადასხვა საარჩევნო პერიოდში, მმართველი გუნდისთვის შეწირული აქვს 100 ათას ლარზე მეტი. ირონიაა, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ლაშა ხუციშვილის ოჯახს, სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს 10 ათასი ლარი აქვს შეწირული. გარდა ამისა, მისი ოჯახი ძალიან მჭიდრო კავშირში იყო „ქართუსთან“ და ბიძინა ივანიშვილთან. ის არის ფინანსთა მინისტრი, რომლის მიმართაც არის ძალიან სერიოზული კითხვები. ეს ადამიანი პასუხისმგებელია, მათ შორის საქართველოს ფისკალურ პოლიტიკაზე, მათ შორის იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ნება- სურვილი შესრულდეს ფინანსთა სამინისტროში. ძალიან ბევრი მიმართულებით ეს ადამიანი იჩენს ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ მიმართ. რაც მე ჩამოვთვალე, არ არის გასაკვირი, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად „ქართულ ოცნებას“ ასეთი დაჟინებული მოთხოვნა აქვს, რომ ლაშა ხუციშვილი დაინიშნოს. სწორედ ამიტომ აპირებს ვეტოს დაძლევას. თავის მოტყუებას არ აქვს აზრი, მმართველი პარტიის პირობებში არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები არ იარსებებს, მათ შორის ეროვნული ბანკი, პროკურატურა, არცერთი სამინისტრო. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ აღარ იყოს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
„ბიბლუსში“ საახალწლო კოლექციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა ყველაზე მარტივად დამწყებთათვის? - საბანკო ბარათის გამოყენებით
“თეთრმა კვადრატმა” მონაწილეობა მიიღო ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაში, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით
დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - „კარფური“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა