ელჩი პრემიერის ვიზიტზე ბელგიაში - შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემა - განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება რეკომენდაციებზე, რომლებიც იქნა წარმოდგენილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოში იმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ბელგიელ კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს მის კოლეგასთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ისევე, როგორც ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან.

„ნიშანდობლივია, რომ მოცემული ვიზიტის ფარგლებში ასევე იმართება ფესტივალ - „ევროპალიის" - პროგრამის პრეზენტაცია, ხოლო საღამოს გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი, ისევე, როგორც „ევროპალიის" ფესტივალისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც იგეგმება პრემიერ-მინისტრის მიმართვა დამსწრე საზოგადოებისადმი.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებთან, გაიმართება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ისევე, როგორც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთან. რა თქმა უნდა, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული ყველა პრიორიტეტული თემა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება იმ პრიორიტეტებზე, იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან იქნა წარმოდგენილი წლის დასაწყისში. მხარეები ისაუბრებენ იმ მოლოდინებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენ გაგვაჩნდეს წლის ბოლოსთვის", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„რძის სკანდალი“ სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება - სხდომა ხვალ ჩაინიშნა
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით