პარლამენტმა „საჰაერო კოდექსში" ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა 74 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო.

მისი ინფორმაციით, ცვლილებები კოდექსის მეექვსე თავს შეეხება, რომელიც სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის საფუძველზე მომზადდა და მიზნად ისახავს აეროდრომის და ვერტოდრომის შექმნის, აგრეთვე მათი დაცვის არეში შენობა-ნაგებობის და დაბრკოლებების შემქმნელი სხვა ობიექტების განთავსების საკითხების მოწესრიგებას. აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლების შექმნას კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია