2023-2024 სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებები შედის

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში სიახლეა და ის 2-ეტაპიანის ნაცვლად, 3-ეტაპიანი იქნება.

გარდა ამისა, კალაძის განმარტებით, სოციალური ჯგუფებს, რომელსაც რეგისტრაციისას პრიორიტეტი ენიჭება, დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„კიდევ ერთი სიახლე შეეხება 2023 -2024 წლის სააღმზრდელო წელს საბავშვო ბაღში რეგისტრაციის პროცესში ცვლილებებს. მოგეხსენებათ ამ პროცესში გამოყოფილია სოციალური ჯგუფები, რომელთაც პრიორიტეტი ენიჭებათ რეგისტრაციისას, ამ ჯგუფებს დაემატება მუნიციპალური საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შვილები, რადგან ამ ადამიანებსაც ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა და პირობების შექმნა, მათი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისას, როგორც ნებისმიერ სხვა პროფესიის წარმომადგენელს.

ასევე, თუ დღემდე მოქმედი წესით რეგისტრაცია მიმდინარეობდა ორ ეტაპად, რაც ითვალისწინებდა პირველ ეტაპზე პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების რეგისტრაციას, ხოლო მეორე ეტაპზე საყოველთაო რეგისტრაციას, აღნიშნული წესი იცვლება და იქნება სამ-ეტაპიანი რეგისტრაცია, პირველ ეტაპზე დარეგისტრირდებიან პრიორიტეტული სოციალური ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები, მეორე -ეტაპზე დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ხოლო მესამე ეტაპზე გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია. აღნიშნული ცვლილებისთვის მივმართავთ საკრებულოს და დამტკიცების შემდეგ უკვე ივლისში გამოვაცხადებთ რეგისტრაციას",- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გრძელდება ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც.

"სექტემბერში სამი ახალი საბავშვო ბაღი შემოგვემატება, საერთო ჯამში ამ ეტაპზე 10 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის გაგრძელება",- განაცხადა კალაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით