ანა წითლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით რაც ჩაიდინა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კიდევ ერთი საბოტაჟი იყო

გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით რაც ჩაიდინა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კიდევ ერთი საბოტაჟი იყო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ვენეციის კომისიამ უთხრა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ამ ფორმით მიღება რეპრესიული იქნებოდა და ამიტომ არ უნდა მიეღო.

„ქართულმა ოცნებამ” გუშინ, როდესაც სხდომა დასრულებული იყო, ოპოზიცია პარლამენტში არ იმყოფებოდა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიიღო. “ქართული ოცნების” გუშინდელი საქციელი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ 12 პუნქტიან ვალდებულებას არ შეასრულებს.

როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ეუბნებოდნენ, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება და ვენეციის კომისიიდან კატეგორიული უარი იყო, ამით “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატის სტატუსის მისაღებად კიდევ ერთი საბოტაჟი განახორციელა, ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ და რამდენიმე თვე არის დარჩენილი იმისთვის, რომ გავიგოთ პასუხი. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რეკომენდაციები არ შესრულდება და მეორე, რასაც აკეთებს ხელისუფლება ეს არის საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა გუშინდელი პლენარული სხდომის ბოლო საკითხად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილა და 81 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი, მეორე მოსმენით მიიღო.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს