ლოტკინის დასახლებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დანაგვიანებული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაწმინდეს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ლოტკინის დასახლებაში, დავით იოსელიანისა და მაჩხაანის ქუჩების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია დაასუფთავეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართული იყო კომპანიის 30 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა. აღნიშნული ტერიტორია სამშენებლო ნარჩენისგან გაიწმინდა და მონიტორინგის მიზნით, კონტროლის გასამკაცრებლად ფოტოხაფანგები დამონტაჟდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„მსგავსი აქციებით, გარდა იმისა, რომ ვასუფთავებთ კონკრეტულ ადგილებს, ასევე, მოვუწოდებთ იმ ადამიანებს, ვინც კანონს არღვევს, ნუ დაანაგვიანებენ ქალაქს. აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ხვალიდან მკაცრად გაკონტროლდება და ფოტოხაფანგებიც მოეწყობა. სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების შემთხვევაში, კანონის შესაბამისად მოხდება რეაგირება და ჯარიმებიც გამოიწერება“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს