BAG ინდექსი - კადრების მწვავე დეფიციტის მიუხედავად, დასაქმების მიმართულებით კომპანიებში პოზიტიური განწყობები შენარჩუნებულია

BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელმა 41.9 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტლის მონაცემთან შედარებით 7.9 ქულით არის გაუმჯობესებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვარტალში, მონაცემები მზარდია ოთხივე სექტორში, თუმცა გამოსაყოფია მრეწველობისა და მშენებლობის სექტორები, სადაც მაჩვენებლები წინა კვარტალთან შედარებით, 20.5 და 13.0 ქულით არის გაზრდილი.

„აღნიშნულს, შესაძლოა განაპირობებდეს სექტორებში არსებული მოლოდინები გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით, რაც გამოკითხული კომპანიების 64%-მა და 73%-მა დაასახელა.

უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა რაოდენობასთან ერთად, კვლევის ანგარიშში ასევე განხილულია, კომპანიებში დასაქმებულთა ანაზღაურების დინამიკაც. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის პირველ და მეორე კვარტლებში კომპანიების 61%-მა და 32%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა.

საგულისხმოა ასევე, რომ გამოკითხულ კომპანიათა 85%-ის განცხადებით, აღნიშნული სახელფასო ზრდა 0-20%-იან შუალედში დაფიქსირდ“,- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, BAG ინდექსის 2023 წლის მეორე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს