სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სტეფანწმინდა-გველეთის საავტომობილო გზის 4.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების მიღება 24 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და სატენდერო პროცედურები საერთაშორისო შესყიდვის წესების შესაბამისად ჩატარდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 246 მილიონი ლარია.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი, E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემადგენელი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ნაწილია.

სამშენებლო მონაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაივლის. ახალი გზა სტეფანწმინდასთან დაიწყება და დარიალის ახალ გვირაბამდე მივა. პროექტი 2 ზოლიანი 4.5 კმ-იანი გზის, 2 ხიდისა და 2 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, აქტიურად გრძელდება ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა, სადაც მთავარი გვირაბი უკვე 6.6 კმ-ზეა გაბურღული, ხოლო საევაკუაციო გვირაბში სამუშაოები უკვე 4.7 კმ-ის სიღრმეში მიმდინარეობს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოდერნიზება, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ისე რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს წვდომას ყველა საჭირო ეკონომიკურ თუ სოციალურ სერვისზე წლის ნებისმიერ დროს და გზაზე გადაადგილება იქნება უსაფრთხო.

კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად