თინა ბოკუჩავა - „ოცნება“ პარტიული "ზონდერების" გამოყენებით აქცია-პერფორმანსს აპირებდა, შეიძლება ჟურნალისტებმაც იხილეთ პირები, რომლებიც დაბნეულები დადიოდნენ პარლამენტის შენობაში - როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს

დღეს „ოცნება“თავისი პარტიული "ზონდერების" გამოყენებით აქცია-პერფორმანსს აპირებდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. შეიძლება ჟურნალისტებმაც იხილეთ გარკვეული პირები, რომლებიც საკმაოდ დაბნეულები დადიოდნენ პარლამენტის შენობაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, მან ისაუბრა გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც შშმ პირების თანმხლებმა ადამიანმა რუსული ვალუტა გადმოყარა. ბოკუჩავას თქმით, მოქალაქემ ამგვარად მშვიდობიანი ფორმით პროტესტი გამოხატა, რაც ხელისუფლებას მთავარში ამხელდა - "მოახდინოს საქართველოს რუსიფიკაცია".

„გუშინ იყო შშმ პირთა დაცვის დღე. თავად მიხეილ სარჯველაძის ორგანიზებით, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა, ადამიანები პარლამენტში იმყოფებოდნენ და ერთ-ერთმა შშმ პირის მშობელმა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოხატა. თავად ეს ადამიანიც დაადასტურებს, რომ ამ ფაქტთან ჩვენ არანაირი კავშირი არ გვქონია, არც ვიცოდით ამის შესახებ. სხვათა შორის, დღეს „ოცნება“ აპირებდა თავისი პარტიული ზონდერების გამოყენებით აქცია-პერფორმანსს, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ჟურნალისტებმაც იხილეთ გარკვეული პირები, რომლებიც საკმაოდ დაბნეულები დადიოდნენ პარლამენტის შენობაში. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე გადაიფიქრეს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან გულზე მოხვდათ გუშინდელი მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, რადგან ის ადამიანი, რომელმაც გამოხატა პროტესტი, მათ ამხელდა მთავარში და ეს არის ამ რეჟიმის მცდელობა, რომ მოახდინოს საქართველოს რუსიფიკაცია, რომ წაართვას ევროპული არჩევანი და ამ რეჟიმის მუდმივი დაახლოება პუტინის რუსეთთან. ეს არის ამ რეჟიმის მთავარი მახასიათებელი და ის, რომ ამხილა ერთ-ერთმა მოქალაქემ მშვიდობიანი პროტესტის ფორმით, როგორც ჩანს, მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემა იყო და იმიტომ მოახდინეს რაღაც ძალადობის ინსცენირების მცდელობა პარლამენტის დარბაზში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება