პარლამენტმა „პენიტენციური კოდექსის“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პენიტენციური კოდექსის პროექტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა და 80 ხმით მიიღო.

პროექტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ახალი კოდექსის პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი პარლამენტის წევრების, სახალხო დამცველის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების მონაწილეობით.

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, პენიტენციური კოდექსის პროექტი ორ მოქმედ საკანონმდებლო აქტს - „პატიმრობის კოდექსს" და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ" კანონს აერთიანებს.

„ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღებით, ერთი მხრივ, გაფართოვდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შინაარსი და გამყარდება ამ უფლებათა დაცვის გარანტიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს პენიტენციური სისტემისა და დაწესებულების უსაფრთხოებას, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებასა და საქმიანობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის, ამავე სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოების თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას", - განაცხადა მომხსენებელმა.

თორნიკე ჭეიშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ სიახლეებზე, რომელსაც პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს, შესაბამისად, გაუმჯობესდება როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები.

პენიტენციური კოდექსის პროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების, აგრეთვე, აღსრულების პროცესში ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების თვალსაზრისით.

აღნიშნული კოდექსიდან გამომდინარე ცვლილებები 21 მოქმედ საკანონმდებლო აქტში შედის.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის