გიორგი მანველიძე - ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", კიდევ ერთხელ აჩვენა სახე თუ უსახობა - მათი ქმედებები ყოველთვის გამომდინარეობდა მერკანტილური ინტერესებიდან

ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", კიდევ ერთხელ აჩვენა სახე თუ უსახობა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი მანველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები ყოველთვის გამომდინარეობდა მერკანტილური ინტერესებიდან.

„ომის პარტიისგან, რა თქმა უნდა არაფერს ველოდებოდით, გარდა წარმოდგენის დადგმისა. როგორც ყოველთვის, დღევანდელ სხდომაზეც შემოვიდნენ შოუს დასადგმელად, ვიწრო, პარტიული ინტერესების გასატარებლად.

ოპოზიციურმა ფრაქციამ - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, კიდევ ერთხელ აჩვენა სახე თუ უსახობა - მათი ქმედებები ყოველთვის გამომდინარეობდა მერკანტილური ინტერესებიდან. ხალხის ინტერესების უგულებელყოფა ამ პარტიის მთავარი ნიშაა. ცდილობენ, მავნებლური, ქვეყნისათვის დამაზიანებელი მეთოდებით, რომლებითაც მათი მმართველობის პერიოდში ხელმძღვანელობდნენ, გააგრძელონ ქვეყნის არასწორ რელსებზე გადაყვანა, თუმცა, დღეს, მორიგი წარუმატებელი მცდელობა ჰქონდათ.

ყველაფერს აკეთებენ ტურისტული სეზონის ჩასაშლელად, რაც რეგიონის, ქვეყნის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

არც ქვეყნის იმიჯის შელახვა გამოგივათ ბატონებო, არც ქვეყნის განვითარების შეჩერება და ვერც მავნებლური ინტერესების დაკმაყოფილებას შეძლებთ.

„ქართული ოცნება“, მისი გუნდი, ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების, სოციალური საკითხების მოგვარების, მოსახლეობის ინტერესების გატარებისა თუ კანდიდატის სტატუსის მისაღებად და დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზნებს, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა გიორგი მანველიძემ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
სილქნეტი: „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ წლის დასაწყისიდან 48 ბენეფიციარს დახმარება გაუწია
„ვისოლ ჯგუფმა“ ერთ დღეში თბილისში 4 ამერიკული რესტორანი გახსნა
„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით