დავით უსუფაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ხედავენ, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოს ევროპის ფარგლებში მოქცევით და თამაშობენ კაზინოს მოთამაშესავით - „ვა-ბანკზე“ მიდიან

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, „სად წავა, აბა, ევროპა, რუსეთს ჩააბარებს საქართველოს? კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ჩვენებურადაც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“ , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ თამაშობს, რადგან იციან, რომ ევროპა საქართველოს ევროკავშირში მიღებით დაინტერესებულია.

„ესენი ხედავენ, რომ ევროპა დაინტერესებულია საქართველოს ევროპის ფარგლებში მოქცევით. ამაზე თამაშობენ როგორც კაზინოს მოთამაშე. იციან, რომ იმათ საქართველოს ევროკავშირში შესვლა უნდათ, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თავისი ინტერესები არ შელახონ. მათი ინტერესებია: ერთპარტიული მმართველობა, კონტროლი სასამართლოზე, მედიაზე, პარტიებზე, საარჩევნო კანონის მორგება როგორც უნდათ ისე და ა.შ.

მაქსიმალურად მიდიან „ვა ბანკზე“, ფიქრობენ, რომ „სად წავა, აბა, ევროპა, რუსეთს ჩააბარებს საქართველოს? კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და ჩვენებურადაც გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“. ეს არის მათი ამოცანა, ეს არის მათი ნომერ პირველი არჩევანი. ამასთანავე ფიქრობენ, რომ „ვა ბანკზე კი მივდივართ, მაგრამ ვაი და არ მოგვცენ სტატუსი?“ , ამისთვის უნდა ჰყავდეთ ადგილზე "აგენტები", უნდა ჰყავდეთ მომზადებული "გლობალური ომის პარტია", რომელთაც შეფუთავენ ერთად და ეტყვიან ხალხს: "ამაშია საქმე, ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ, მაგრამ მაგათ სხვა რამე უნდოდათ ჩვენგან, ბიძინას იმიტომ ართმევენ ფულებს, რომ ვერ დაითანხმეს რაღაცაზეო".

ბიძინას უყვარდა ეს ტერმინი - "ხელწერა". სრულიად ცალსახად ჩანს მისი ხელწერა, კაზინოში მოთამაშის. რომ გამოიცნო, რა უნა მოწინააღმდეგეს და ბოლომდე შენი რაღაცები უნდა გაიტანო, რადგან დარწმუნებული ხარ, მაინც მოგცემს. თუ არ მოგცემს დააბრალებ სხვებს, ოპოზიციას, "გლობალური ომის" პარტია და ა.შ.“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს