ოლექსი რეზნიკოვი - უკრაინა-ნატოს ურთიერთობების ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს

უკრაინა და ნატო ვილნიუსის სამიტზე, ან მის შემდეგ, კომისიის სახით ოფიციალური შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატს საბჭოს ახალი ფორმატით ჩაანაცვლებენ, - ამის შესახებ უკრაინია თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ძალიან ეპოქალური მოვლენა მოხდა... დღეს, 2016 წლის შემდეგ პირველად, გაიმართა უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე ყველა მინისტრის მონაწილეობით“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები ამ ფორმატში წინა წლებში უნგრეთის ვეტოს გამო არ ტარდებოდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრები უკვე უკრაინა-ნატო-ს საბჭოს ფორმატში გაიმართება.

"უკრაინისა და ნატოს თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა, იმედი მაქვს, ვილნიუსიდან, ან ვილნიუსის შემდეგ, უკრაინა-ნატოს საბჭოს ფორმატში გაიმართება", - განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, საბჭოს ფორმატი გულისხმობს ურთიერთობების ახალ დონეს, ურთიერთქმედების უფრო მაღალ დონეს.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება