ლანა გალდავა - ხელისუფლება აშშ-თან „სტრატეგიული პარტნიორობის  ქარტიის“ ფარგლებში ოთხი ყველზე პრიორიტეტული მიმართულებით სამი წელია შეხვედრებს არ ატარებს - ეს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პრობლემაა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აშშ-თან „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ ფარგლებში ოთხი ყველზე პრიორიტეტული მიმართულებით სამი წელია შეხვედრებს არ ატარებს.

გალდავა მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის და საქართველოს მყიფე ეროვნული უსაფრთხოების წინაშე გაზრდილი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ზემოაღნიშნული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პრობლემას და სტრატეგიული პარტნიორობისთვის - დამაზიანებელ ფაქტორს.

როგორც ლანა გალდავამ აღნიშნა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში მისულ საგარეო საქმეთა მინისტრთანაც ექნება.

„დღეს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის საათია, შესაბამისად, ამ საკითხზე კიტხვა ილია დარჩიაშვილთანაც მექნება.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს, ეხმარება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, რომელთან ურთიერთობაც ასახულია 2009 წელს გაფორმებულ ,,სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში“. სწორედ, ზემოაღნიშნული ქარტიის ფარგლებში შეიქმნა სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით. ასევე, სამუშაო ჯგუფები ოთხი მიმართულებით: თავდაცვა-უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიის და კარგი მმართველობის გაძლიერების, ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლის პროგრამების გაფართოების.

სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრა, ისიც ხალხთაშორისი და კულტურული პროგრამების ჯგუფის, შედგა 2020 წელს, ხოლო პლენარული სესია კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანათავმჯდომარეობით, 2019 წელს. როდესაც სამი წელია საქართველოს ხელისუფლება არ ატარებს შეხვედრებს აშშ-თან ,,სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ ფარგლებში ოთხი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებით, მით უმეტეს, უკრაინაში რუსეთის აგრესიის და საქართველოს მყიფე ეროვნული უსაფრთხოების წინაშე გაზრდილი საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ზემოაღნიშნული წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე პრობლემას და სტრატეგიული პარტნიორობისთვის წარმოუდგენლად დამაზიანებელ ფაქტორს“, - განაცხადა ლანა გალდავამ, რომლის კომენტარსაც პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა