17-18 ივნისს იმერეთში „გემო ფესტი“ ჩატარდება

ხვალ, 15:00 საათზე, ქუთაისში „გემო ფესტი“ სტარტს აიღებს - ორდღიანი ფესტივალი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, „გემო ფესტში“ ქუთაისის, ვანის, წყალტუბოს, თერჯოლას, ზესტაფონის, არგვეთასა და საზანოს 17 ობიექტი მონაწილეობს.

„ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში გელოდებათ კვების ზონა, უგემრიელესი იმერული კერძებით, აგრო სამრეწველო ბაზარი, ფერმერთა ბაზარი, საბავშვო ზონა, ფოტო ზონა, ბარი და სცენა. ფესტივალის ორივე დღე მუსიკალურად გაფორმდება.

„გემო ფესტის“ მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ფესტივალის პარტნიორები არიან იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება