გია ვოლსკი - როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა - მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა, ასევე, სამხედროებად და მთავარსარდლებად წოდებულები

როცა ცარიელი თავით ხარ, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა - მთავარსარდალი, რომელმაც მიწაზე იხოხიალა, სამხედროებად წოდებულები, მთავარსარდლებად წოდებულები, ვინც გმირულად დაცემულთა ცხედრები მიატოვა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული" უწოდა.

ვოლსკის თქმით, რიჟვაძეს გმირულად ბრძოლის ველზე დაცემულები არ უგულისხმია.

„როცა ცარიელი თავით ხარ, არ გაგაჩნია ხედვა, შინაარსი, იდეა, შეიძლება რაღაც სიტყვას გაეკიდო, მაგრამ თორნიკე რიჟვაძემ კარგად დაასაბუთა რა იგულისხმა - მთავარსარდალი, რომელმაც მთელი მსოფლიოს და იქვე, სტუმრის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვალწინ იხოხიალა მიწაზე, როცა შორიდან თვითმფრინავის ხმა შემოესმა. უფრო მეტიც, იმ სამხედროებმა, სამხედროებადწოდებულმა, მთავარსარდლად წოდებულმა ადამიანებმა მიატოვეს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული ბიჭების ცხედრები. ეს იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ, ეს ლაჩრები, ვინც ეს გააკეთა და არა შინდისის გმირები ან ის ბიჭები, ვინც ბრძოლის ველზე დაეცნენ. მხედართმთავარი - მიწაზე მოხოხიალე- არის ლაჩარი. ადამიანებმა ვინც თავის მებრძოლები ბრძოლის ველზე მიატოვეს და მილიონერები გახდნენ ისეთები, რომლებიც ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ შეიძლება უქონელი ადამიანი გახდეს მსოფლიოში ერთ ერთი მდიდარი, ისინი იგულისხმა. კიდევ ისინი, ვინც გენერალ ბორისოვს დაუდგნენ მძღოლებად, ისინი, ვინც ეღლიცინებოდნენ, რომ 50 ათას ლარს მოგცემთ და სტალინის ძეგლს ბომბი ესროლეთო, ფარისევლური ადამიანები იგულისხმა თორნიკე რიჟვაძემ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო. ერთმანეთს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ.

ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზეც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს”.

რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმა 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?”

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა