სულხან სიბაშვილი ილია დარჩიაშვილს - როდესაც რუსეთმა ვიზები გააუქმა, „ქართული ოცნება“ არგუმენტად იყენებდა აშშ-თან უვიზო რეჟიმის არარსებობას და მცდელობა ჰქონდათ ანტიამერიკული კამპანიის - რამდენჯერ და რა ფორმატში დააყენეთ უვიზო რეჟიმის საკითხი აშშ-თან?

როდესაც რუსეთმა გააუქმა ვიზები, „ქართული ოცნება” არგუმენტად იყენებდა აშშ-თან უვიზო რეჟიმის არარსებობას და მცდელობა ჰქონდათ ანტიამერიკული კამპანიის, ამიტომ, კითხვა მაქვს თქვენთან - თქვენი მინისტრობის დროს, რამდენჯერ და რა ფორმატში დააყენეთ უვიზო რეჟიმის საკითხი აშშ-თან? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, სულხან სიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს უსმენენ.

„ბატონო ილია, საქართველომ 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო ათწლიანი ვიზების რეჟიმი, მათ შორის, არსებობს ათამდე სხვადასხვა ტიპის ვიზა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ, სწავლობენ, ბიზნესს აკეთებენ. ძალიან ბევრი სპორტსმენი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრობს და მოღვაწეობს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ გააუქმა ვიზები, „ქართული ოცნება” არგუმენტად იყენებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო რეჟიმის არ არსებობას, რომ რუსები გვაძლევენ უვიზო რეჟიმს და ამერიკელები არა და მცდელობა ჰქონდათ, რომ ეს ანტიამერიკულ კამპანიად გადაექციათ. კითხვა პირველი - თქვენი მინისტრობის დროს, რამდენჯერ და რა ფორმატში დააყენეთ უვიზო რეჟიმის საკითხი აშშ-თან, იქნებ მითხრათ კონკრეტული თარიღები და ფორმატი. მეორე - აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები არ ჩატარებულა უკვე მეოთხე წელია, ბოლოს ჩატარდა 2019 წელს, რატომ აღარ არის ეს პრიორიტეტული?“ - მიმართა სულხან სიბაშვილმა ილია დარჩიაშვილს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა