საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი იმყოფება. ბრაიან კემპს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის 29-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი სამაგალითო პარტნიორობისა და განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა. ბრაინ კემპმა კი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის სახელით თავდაცვის მინისტრს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული სამსახურისთვის ოგლეტორპის მედალი გადასცა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით