რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

განახლებადი ენერგიების ათვისება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ეს რესურსი ჭარბად გვაქვს და მისი ათვისება უპირობოა. ამასვე ემსახურება მთავრობის მიერ მხარდაჭერილი განახლებადი ენერგიების ათვისების მხარდაჭერის სქემის შემოღება, რათა ინვესტორებს მივცეთ საშუალება, დაგეგმონ გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ღონისძიება USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს საქართველოში მწვანე ენერგეტიკის შემდგომ განვითარებას, რაც ითვალისწინებს ინვესტიციების მოზიდვას არა მხოლოდ ტრადიციულ ჰიდროენერგეტიკაში, არამედ ქარის, მზის, ბიომასის, წყალბადის და სხვა არატრადიციული ენერგიის წყაროების გამოყენებაში. მინისტრის პირველმა მოადგილემ დადებითად შეაფასა ბიზნესის ინტერესი სიმძლავრეთა მხარდაჭერის პირველ აუქციონზე და იმედი გამოთქვა, რომ მეორის დროს, რომელიც მალე გამოცხადდება, კერძო სექტორის დაინტერესება კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

რომეო მიქაუტაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის სტრატეგიულ პროექტზე, რომლითაც საქართველო და სამხრეთი კავკასია ევროკავშირის ენერგეტიკულ ქსელს დაუკავშირდება. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი სტიმული იქნება საქართველოში მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება