ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ხათუნა სამნიძის პროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას გულისხმობს

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელის ხათუნა სამნიძის პროექტი წარედგინება, რომელიც ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას გულისხმობს.

კანონპროექტის მიხედვით, ლიცენზიის მოპოვების წესსა და პირობებს მთავრობა განსაზღვრავს, ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების მოსაკრებლის ოდენობა კი 2 000 ლარი იქნება.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროექტის ავტორი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი და ნეშტის დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობებია: - გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის; დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება.

„კანონპროექტის მომზადება იმ გარემოებას უკავშირდება, რომ საქართველოს კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ, ხოლო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი“, - განმარტავს ხათუნა სამნიძე.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს