პაატა მანჯგალაძე - უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ძალადობის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო შემსრულებელი ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არიან

უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში ძალადობის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო შემსრულებელი ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი არიან - სინამდვილეში, კვერცხსა და ქვას ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ისვრიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, როცა ხელისუფლება ძალას იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან რესურსი ამოწურა.

„ამიტომ მათი მხრიდან სიძულვილისა და ძალადობის წახალისება გასაკვირი არ არის. დავსვათ კითხვა - რაში სჭირდება ეს ხელისუფლებას? ხელისუფლებას ოპოზიციასთან არც ინტელექტუალური და არც მორალური უპირატესობა არ გააჩნია, არც არაფერი აქვს ახალგაზრდებთან შესათავაზებელი. ახალგაზრდებს ზაზა შათირიშვილს ან “ხალხის ძალას“ ხომ არ შესთავაზებენ?! ამიტომ დაშინებას ცდილობენ. ასე იქცევა ყველა ავტორიტარული ხელისუფლება და ამთავრებენ ისე, როგორც ვიცით“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება