მარნეულში, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა კულტურის ცენტრის თეატრალურ დასს წარმატება მიულოცეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თეატრალურ დასს, მორიგი წარმატება მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული, სიღნაღის თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული მარნეულის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „მარინა რევია" გახდა.

ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები, ასევე პროფესიული სახელმწიფო თეატრები სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მარნეულის კულტურის ცენტრი მუნიციპალიტეტში თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.

„ვულოცავ მარნეულის კულტურის ცენტრს მორიგ წარმატებას! სპექტაკლი - „მარინა რევია", სიღნაღის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსგავსი კულტურული აქტივობები, ჩვენს მუნიციპალიტეტს უფრო ცნობადს და წარმატებულს ხდის.

მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ და შემოქმედებითი პროცესების განვითარებას მუნიციპალიტეტში, სწორედ ამიტომ კულტურის ცენტრი მუნიციპალიტეტში თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელით და ფულადი პრიზით დავაჯილდოეთ!", - განაცხადა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით