გიორგი ბოტკოველი - მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის „რუსული ოცნება“ ყველანაირად საბოტაჟირებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მისაღებად

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის „რუსული ოცნება“ ყველანაირად საბოტაჟირებს კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მის მისაღებად, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი შეფასებით, „რუსული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ივანიშვილის ხელმძღვანელობით პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შესრულდეს 12 - პუნქტიანი გეგმა და ყველა ნაბიჯი იყოს მიმართული ევროპის საწინააღმდეგოდ, დაწყებული ევროპარლამენტარების და ყველას ლანძღვით, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ყველა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმის, რომ ქვეყანამ ევროპული სტატუსი მიიღოს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მომავალს სჭირდება. ის, რომ დღეს „რუსული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ამან არანაირად არ უნდა შეგვიშალოს ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებაში. ჩვენი ქმედება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ნებისმიერი კონტაქტებით, ჩვენი ურთიერთობებით უცხოელ პარტნიორებთან, ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც უშუალოდ ლობისტი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს