თინა ბოკუჩავა - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არ ასრულებს რეკომენდაციებს და მიზანმიმართულად ახდენს პროცესის საბოტაჟირებას

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, არ ასრულებს რეკომენდაციებს და მიზანმიმართულად ახდენს პროცესის საბოტაჟირებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბრიუსელსა და სტოკჰოლმში დაგეგმილ შეხვედრებს, სადაც ევროკომისია რეკომენდაციების შესრულების საკითხზე ზეპირ ანგარიშს წარმოადგენს.

მისივე თქმით, ეს შეხვედრა განსაზღვრავს გარკვეულწილად, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ოქტომბერში და შემდეგ უკვე დეკემბერში, როცა სტატუსის საკითხი უნდა გადაწყდეს.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, ის ფაქტი, რომ ანგარიშის წარდგენასა და ნიკა გვარამიაზე სასამართლოს გადაწყვეტილება დროში კვლავ ემთხვევა ერთმანეთს, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ბოკუჩავას თქმით, გვარამიას საკითხს უკავშირდება 12 -დან 3 რეკომენდაცია.

„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მართულია ივანიშვილის მიერ, რომელიც „კლანის" გამოყენებით მართავს სასამართლო სისტემას, სწორედ ამიტომ სანქცირდებიან მოსამართლეები. ნიკა გვარამიასთან ისევე, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებით, პირადად ივანიშვილს აქვს გადაწყვეტილი, რომ უნდა რჩებოდნენ ტყვეობაში, რადგან ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ პატიმრობას, რადგან ამას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ევროკომისიას და ამასთან სხვადასხვა ინსტანციაში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების მუდმივ თანხვედრას, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსული რეჟიმი აკეთებს ყველაფერს, რომ ევროინტეგრაციის საბოტაჟირება მოახდინოს, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა, მედიათავისუფლება და დეპოლარიზაცია, სამი კონკრეტული მოთხოვნა პირდაპირ უკავშირდება ნიკა გვარამიას და ის არ სრულდება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება