ამერიკული გამოცემა Daily Beast საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ სტატიას - „საქართველო თავგადასავლების სამოთხე“ აქვეყნებს

„საქართველო თავგადასავლების სამოთხე“, - ამ სათაურით ამერიკული გამოცემა Daily Beast საქართველოს საზღვაო და სამთო კურორტების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა.

სტატიაში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებაა აღწერილი.

„საქართველოში დაახლოებით 10 წელია ვმოგზაურობ, რეპორტაჟებს ვამზადებ ღვინის უძველესს ტრადიციებზე, ანტიკურ ქალაქებზე, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოს სათავგადასავლო სამოგზაურო მიმართულებამ მიმიზიდა. საქართველოში ერთ დღეში შეგიძლიათ ზღვაზე წყლის სკუტერით ისრიალოთ და მეორე დღეს მთებიდან თხილამურებით დაეშვათ. სამხრეთ კაროლინას ხელა საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებაა და ამაზე ბევრს არ საუბრობენ“,-წერს ბეჯამინ კემპერი.

სტატიაში დეტალურად აღწერილი ჯომარდობის ადგილები რიონზე, მტკვარზე, არაგვზე, ასევე სად შეიძლება გემრიელი კერძების დაგემოვნება ჯომარდობის შემდეგ. ბეჯამინ კემპერი აღწერს მარტვილის კანიონს, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიას, სალაშქრო ბილიკებს, ფრინველების დაკვირვების ადგილებს.

„შემოდგომაზე საქართველოში ბუნების საოცარი სანახაობის მასპინძელია. ფრინველები ამ პერიოდში აფრიკაში მიფრინავენ. აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში კავკასიაში არიან დაბანაკებულები, შემდეგ გამრავლებისა და საკვების მოპოვების მიზნით თბილ კლიმატურ ადგილას მიფრინავენ, გაზაფხულზე კი უკან ბრუნდებიან. ამ პერიოდში საქართველოში 400-ზე მეტი სახეობის ფრინველი შეგიძლიათ იხილოთ“,-წერს Daily Beast.

სტატიაში აღწერილი თუშეთი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ცხენით ჯირითი, მეღვინეობის მრავალ საუკუნოვანი ტრადიცია და საქართველოს სამთო კურორტები.

„შვეიცარიაში, სამთო კურორტ ზერმატში, ერთდღიანი სათხილამურო აბონემენტი დაახლოებით 100 დოლარი ღირს. გუდაურში, საქართველოს ყველაზე პოპულარულ კურორტზე მხოლოდ 27 დოლარი. დიახ, მათემატიკა არ იტყუება, ეს ეხება ავია ბილეთებსაც, როდესაც სამთო კურორტზე ხელმისაწვდომ ფასად დასვენება გსურთ საქართველო ყოველ ჯერზე ჯობნის ალპებს. არ ვიცი სრიალის შემდეგ თქვენ რისი მირთმევა გსურთ, მაგრამ შვეიცარიულ მდნარ ყველს და კარტოფილს მე პირადად ხაჭაპური, ლავაში, ხინკალი და ქაბაბი მირჩევნია“,-წერს ბეჯამინ კემპერი.

Daily Beast-ს სოციალურ ქსელებში 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

https://www.thedailybeast.com/democracy-prevails-in-godley-texas-with-mayor-mcgehees-resignation?ref=scroll

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება