ირაკლი ღარიბაშვილი - „ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას - ჩვენ პოზიციებში ხშირად ძალიან დიდი განსხვავებაა

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ განცხადება მმართველი პარტიის განცხადებას არ წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა პოზიცია აქვს „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომელიც მათ აშშ-ს ელჩთან მიმართებით გააკეთეს.

„ხალხის ძალის“ განცხადება არ წარმოადგენს მმართველი პარტიის განცხადებას. ჩვენ პოზიციებში ხშირად ძალიან დიდი განსხვავებაა. სწორედ ამიტომ მოხდა ჩვენი გამიჯვნა ჩვენგან. ასე რომ, ამ თემაზე მე პასუხი არ მაქვს. მე მინდა, თქვენ გკითხოთ, რამდენად მისაღებია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში? დასავლეთის ქვეყნებში ლგბტ პროპაგანდა მიმდინარეობს აქტიურად. კითხვა ხომ დამისვით? ამ თემაზე ჩემი პასუხი არის შემდეგი- ყოველგვარი დისკრიმინაცია, ძალადობა არის მიუღებელი. ამაზე არაერთხელ მითქვამს, ჩვენ ამიტომ მივიღეთ კანონი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ ძალადობას არცერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენელზე, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და ა.შ. აი, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს