შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე - მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა

ყველა ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი ხალხის ნაწილი და მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტის კითხვას უკრაინაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების თაობაზე.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ იტყვიან, რა მიზეზები დგას მსგავსი ნაბიჯების უკან უკრაინაში.

„ქართველი ხალხის მიმართ ასეთი არამეგობრული გადაწყვეტილებები სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს ვითვალისწინებთ საომარ მდგომარეობას უკრაინაში და არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ომი დასრულდება უკრაინის გამარჯვებით. ამის მერე ჩვენ გვექნება ყველაფერზე საუბარი, თუ რატომ იქცეოდა ასე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უკრაინაში ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ასე გულმხურვალედ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, რა არის მიზეზი და ინტერესი, რომ ზოგიერთმა წარმომადგენელმა ვერ გადააბიჯა მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტებს და ამის გამო, მზად არის მთელი ხალხის წინააღმდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები. ყველა ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი ხალხის ნაწილი და მოქალაქის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება პირად დამოკიდებულებებს, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია „ქართული ოცნება", სწორედ მან შეცვალა სააკაშვილის ხელისუფლება 2012 წელს და, რა თქმა უნდა, ქართველო ხალხის განწყობა არის პოზიტიური, დადებითი იმის გამო, რომ მან ჩამოაცილა სისტემა რომელიც წამებაზე იყო აწყობილი. როცა ასეთი ადამიანის წინააღმდეგ სხვა ქვეყანა იმიტომ იღებს გადაწყვეტილებას, რომ სააკაშვილის მეგობრები არიან იმ ქვეყნის ხელისუფლებაში, ეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებაა”, - აცხადებს პაპუაშვილი.

კითხვაზე, რამდენად ხედავენ საფრთხეს რომ უკრაინის შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებმაც დაასანქცირონ ივანიშვილი, პაპუაშვილი აცხადებს, რომ „უსამართლო გადაწყვეტილება არის უსამართლო გადაწყვეტილება“ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიღებს ამას. ამ კონტექსტში მას მოსამართლეთა დასანქცირების მაგალითი მოჰყავს.

ბიძინა ივანიშვილს ისედაც უქმნიან ფინანსურ პრობლემებს უკვე რა ხანია, ასე რომ ამაში არაფერი ახალი არაა. მთავარია, გადაწყვეტილება სამართლიანია თუ არა. ასე ვნახეთ, რომ მოსამართლეები დაასანქცირა საელჩოს წარდგინებით სახელმწიფო დეპარტამენტმა. უსამართლო გადაწყვეტილება უსამართლო გადაწყვეტილებაა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიიღებს ამას. 2-3 თვე გავიდა და ფაქტები არ ყოფილა წარმოდგენილი. საუბარი იყო პრესაში და მედიაშია ყველაფერი, „დაგუგლეთო“, ეს რომ არასერიოზული მიდგომაა, გასაგებია. ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ რომ იღებ ასეთ გადაწყვეტილებას და თავს ვალდებულად არც კი თვლი, რომ მასპინძელი ქვეყნის ხალხს უთხრა მაინც რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, ეს აჩვენებს, რომ უსამართლო იყო ეს გადაწყვეტილება და არგუმენტი არ არის”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო