ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმა

რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს.

პაკეტი მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ადრე შემოღებული შეზღუდვების თავიდან არიდების ზომებს და, ასევე, ახალი პირების და ორგანიზაციების დამატებას სასანქციო სიაში.

შეთანხმება გულისხმობს 71 პირისა და 30 ორგანიზაციის შავ სიაში დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.

გარდა ამისა, აიკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ავტოფურგონების მიერ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა და ასევე ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბა“-ს მილსადენის სამხრეთის მკლავზე.

ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია თავისი პროდუქციის მკვეთრი ზრდით რუსეთთან არსებულ პერიფერიებზე: სომხეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი, რომელიც შემდგომ კრემლის ხელში ხვდება.

ახალი სანქციები გააძლიერებენ საექსპორტო კონტროლს და შემოიღებენ იმ არარუსულ კომპანიებზე ზემოქმედების ახალ მექანიზმს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში.

“მივესალმებით ჩვენ პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის სამხედრო მანქანას. ჩვენი ინსტრუმენტი სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ არ მისცემს რუსეთს ამ სიიდან საქონლის მიღების საშუალებას”, - განაცხადეს ევროკომისიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება