უკრაინა დასავლეთიდან თითქმის 7 მილიარდ ევროს ელოდება

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას დამატებით რამდენიმე მილიარდის გამოყოფას ჰპირდებიან. თანხა ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, კორუფციასთან ბრძოლას და უკრაინის ევროპული განვითარების გზის მხარდაჭერას მოხმარდება, - განცხადება ამის შესახებ ლონდონის კონფერენციაზე გაკეთდა.

უკრაინელი დელეგატების თქმით, მიმდინარე ომის ფონზე მოთხოვნილება დაფინანსებაში კოლოსალურია, ამასთან, იმისთვის, რომ ქვეყანა „დასავლური სამყაროს გავლენიანი წევრი“ გახდეს, მოკავშირეებმა თავის თავზე კონკრეტულ პროექტებზე ვალდებულებები უნდა იკისრონ.

უკრაინის მთავრობის პრემიერის დენის შმიგალის განცხადებით, ისეთი საგანგებო ამოცანების გადასაწყვეტად, როგორიც არის: ეკონომიკის მხარდაჭერა, განნაღმა, საცხოვრებლების აღდგენა, საჭიროა 14 მილიარდ ევროზე მეტი. ამ თანხის ნახევრის მოზიდვას უკრაინა საკოორდინაციო დონორთა პლატფორმის მექანიზმის დახმარებით გეგმავს.

„ზოგადად, გრძელვადიანი აღდგენისთვის არა ნაკლებ 411 მილიარდი აშშ-ს დოლარი საჭირო. ყოველდღე რუსეთი ახალ დარტყმებს ახორციელებს და, სამწუხაროდ, ზარალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა დენის შმიგალმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა