ჰერმან საბო - სახარბიელო შეფასებები არ მოვისმინეთ  - მოსწავლემ 12 დავალებიდან მხოლოდ 3 რომ შეგისრულოს, შეიძლება სამიანი დაგიწერონ

სახარბიელო შეფასებები არ მოვისმინეთ - მოსწავლეს დავალება რომ მისცე და 12 დავალებიდან მხოლოდ 3 შეგისრულოს, შეიძლება სამიანი დაგიწერონ, - ასე ეხმაურება ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის ზეპირ შეფასებას პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო.

საბო იმასაც ამბობს, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ დღეს დაწერილი სამიანი, სამი პლუსით მაინც გავაძლიეროთ და კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

"მხოლოდ ტექნიკურად რომ გვაფასებდნენ, ვიტყოდი, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, მაგრამ ევროპა ტექნიკურად შესრულებული დავალებების ხალხის ადგილი არ არის. ეს არის პოლიტიკურად მისაღები გადაწყვეტილებების ადგილი და მარტო მაგის იმედით ვარ, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ.

საკანონმდებლო დონეზე, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში შეიძლება გაკეთებულიყო, ალბათ, ყველაფერი გაკეთდა - მმართველი გუნდი ამის მეტზე წამსვლელი არ არის.

მაინც გვაქვს შანსი იმისა, რომ დღეს დაწერილი სამიანი სამი პლუსით მაინც გავაძლიეროთ, თუკი ქვეყნის საგარეო კურსი ევროპელი პარტნიორებისათვის ბევრად გასაგები იქნება და კითხვებს არ დატოვებს. "ქართული ოცნების" ხელში ეს ბერკეტიღა დარჩა, რომელსაც თუ ჭკვიანურად გამოიყენებს, ეს სამიანი შეიძლება საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ", - განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

მისი თქმით, შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. სახალხო დამცველის დანიშნა გამჭვირვალე პროცესით.

ამასთან, ვარჰეის განმარტებით, საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 7 მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

„7 სხვა მიმართულებით საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს - მათ შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების თვალსაზრისით, ასევე, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ვიტალი ბალა - რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა
ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
„ერთად მეტი შეგვიძლია“ – „მაკდონალდს საქართველო“ McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
„დომინოს“ 10 წლის იუბილე – გაარემონტე ერთი ამოსუნთქვით
BESPOKE AI WindFree™ - ჭკვიანი კონდიციონერები ინოვაციური გაგრილებით