ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები დაიწყება

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა და სამინისტროს აქვს, ფაქტობრივად, სრული სურათი, მისი გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს.

მისივე თქმით, ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის შესასწავლად.

უწყების ცნობით, ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ..

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება