ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამთავრობო უწყებების მხრიდან პარლამენტის წევრთა კითხვების 20% პასუხგაუცემელია, რაც ყურადღების მიქცევას საჭიროებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაციით, სამთავრობო უწყებების მხრიდან პარლამენტის წევრთა კითხვების 20% პასუხგაუცემელია.

როგორც ამასთან დაკავშირებით კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, საკითხი ყურადღების მიქცევას საჭიროებს, რაზეც მთავრობის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართება.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრები პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მომზადებულ ინფორმაციას გაეცნენ. პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის მომზადდა და მიზნად საპარლამენტო მექანიზმების გაზრდას ისახავდა, კომიტეტმა პარლამენტის წევრების კითხვებზე რეაგირების მონიტორინგის მესამე ანგარიში მოამზადა.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტმა 2023 წლის 1 -ელი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი კითხვების რეაგირების საკითხი შეისწავლა, რომლის მიხედვით, დეპუტატების მიერ გაგზავნილი 514 კითხვიდან პასუხი 409 (80%) მათგანს გაეცა.

“იმის გამო, რომ პარლამენტის წევრების პასუხგაუცემელი კითხვების ასეთი მაჩვენებელი გვაქვს, აუცილებელია, რომ სახელმწიფო უწყებებმა პასუხისმგებლობა სრულად გაიზიარონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტი მთავრობის საპარლამენტო მდივანთან ერთად ცალკე საკომიტეტო მოსმენას გამართავს, სადაც მთავრობის წარმომადგენელს კომიტეტის მიერ მომზადებულ სამივე მონიტორინგის ანგარიშს გავაცნობთ და შესაბამისი რეაგირების საკითხებს განვიხილავთ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს